logo_geo
მალხაზ გულაშვილი: „მცირე თრობას“ მძიმე ნარკოტიკების მიღების მოთხოვნილება მოჰყვება
- +

17 ნოემბერი. 2016. 16:10


 

 

 

ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ, „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" წევრი ნიკა ქავთარაძე საუბრობდნენ. გულაშვილის თქმით, სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკა უნდა გაამკაცროს და აქვე ხაზს უსვამს, რომ ის მარიხუანას მომხმარებლების დაკავების კატეგორიული წინააღმდეგია.


„სახელწიფომ პოლიტიკა უნდა გაამკაცროს და ნარკოტიკების შემოსვლა მკაცრ აღრიცხვაზე აიყვანოს. ეს აუცილებელია, რადგან „მცირე თრობას" მძიმე ნარკოტიკების მიღების მოთხოვნილება მოჰყვება. ჩემს თვალწინ თაობები დაიღუპა სწორედ ამ მიზეზით. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მარიხუანას მომხმარებლების დაკავების და მომხრე ვარ ჯარიმების", - განაცხადა გულაშვილმა.

 

მის ამ განცხადებას, ნიკა ქავთარაძემ უპასუხა, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ატყუებს.

 

„სახელმწიფო ახლაც გვატყუებს. ის გვარწმუნებს, რომ თავისუფლება არ არის ისეთი რამ, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ცდილობს, გარკვეულ ჩარჩოებში ჩაგვსვას  და ამას ზრუნვას უწოდებს", - განაცხადა ქავთარაძემ.






 

big_banner
არქივი