logo_geo
„ნაციონალური მოძრაობიდან“ „გიგარასტები“ „მიშარასტებს“ ერეკებიან“
- +

23 დეკემბერი. 2016. 16:11


 


 

„ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილისა ბოკერიას ბანაკებს შორის არსებული განხეთქილება სულ უფრო მწვავდება და ფიცხელ პოლიტიკურ ომში გადადის. საქმე იქმადეც კი მივიდა, რომ „გიგარასტები" „მიშარასტებს" უკვე პარტიიდან ერეკებიან", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს და ამის მაგალითად ჩიორა თაქთაქიშვილის facebook-ზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

 

„მაგალითად, „მიშარასტების" ბანაკის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნების" წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ერთხელ „ქალბატონი ჩიტუნია" უწოდა, გასულ კვირას გლოვის ზარს ჩამოჰკრა და facebook-ის საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ „გიგარასტებმა" „ნაციონალური მოძრაობის" 20 წევრი „შემცირებაში მოაყოლეს".

 

შემცირება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტიის წევრებისათვის ხელფასის შეწყვეტაში გამოიხატება, თუმცა, რეალურად, ეს პარტიიდან გარიცხვას ნიშნავს.

 

აბა, თავად განსაჯეთ, ძვირფასო მკითხველო, ადამიანს სამსახურში რომ ეტყვიან - შენი შენახვის თავი აღარ გვაქვს და ხელფასს ვეღარ გადაგიხდითო - არის თუ არა ეს კარისკენ მითითება და აშკარა მინიშნება - აქედან „დაახვიეო"?!" - წერს გაზეთი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი