logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძე: საქმე გააკეთონ და ჩვენ ტაშს დავურკავთ
- +

24 დეკემბერი. 2016. 11:32



„თავისი დაუსჯელობებითა და არაპროფესიონალური მიდგომით წინა ხელისუფლებამ ხალხი დათრგუნა", -  ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა. გადაცემა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო ბალასტი თანამშრომლებისგან უნდა გათავისუფლდეს.


„მოდით, დაველოდოთ მოვლენებს, ამ განცხადებას ნუ გამოვეკიდებით. მე მაინც მგონია, რომ საქმე გაკეთდება, ისეთი მაგალითები და ისეთი პრეცედენტები შეიქმნა, თანაც, მარტო ერთი არა.

 

წინა ხელისუფლებამ ხალხი დათრგუნა ამ თავისი დაუსჯელობითა და არაპროფესიონალური მიდგომით, საერთოდ ხალხს დასცინეს. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება, ცუდ მაგალითზე დაიწყება ამის გამოსწორება. ნებისმიერმა მინიტრმა უნდა იცოდეს, რომ ხალხი აღარ აპატიებს შეცდომებს, ხალხი აღშფოთებულია, მინისტრები საქმეს უფრო მკაცად უნდა მოეკიდნონ. შეიძლება განცხადების ფორმა არ მოგვწონს, მაგრამ მოდით რა, საქმე გააკეთონ და ჩვენ ტაშს დავუკრავთ", - განაცხადა თამრიკო ჭოხონელძემ.

 

 


 

big_banner
არქივი