logo_geo
ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი რესტორნებსა და ქალებზე იყო მიშვებული, ქვეყანას კი…
- +

24 დეკემბერი. 2016. 15:33




უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დაპირისპირება, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს, მათ საბოლოო დასასრულს ნიშნავს. მისივე თქმით, სააკაშვილისგან პოლიტიკური ფიგურა „თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა შექმნა და ქვეყანასაც ის მართავდა.


„ნაციონალურ მოძრაობაში" სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება მუდმივად არსებობდა, მაგრამ ისინი ახერხებდნენ, რომ ეს სააშკარაოზე არ გამოეტანათ, ახლა კი, როცა ურთიერთშუღლის დამალვა ვეღარ შეძლეს და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ეს „ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დასასრულს ნიშნავს!

 

სხვათაშორის, გონებრივი და ინტელექტუალური თვალსაზრისით, „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის მართავდა „თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი, რომელიც მუდამ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და დღესაც ასეა!

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს მიმდინარე პროცესებისგან შორს რომ არ იდგება, ამაში დარმუნებული ვარ, ოღონდ, მისი ჩრდილში ყოფნის გამო, ძნელია გარკვევა - სააკაშვილს უჭერს მხარს თუ ბოკერიას?!

 

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მთლიანად რამიშვილის შექმნილია! სააკაშვილს თავისი რაც ჰქონდა, ეს იყო ნიჭი და ქარიზმა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რამაც პოლიტიკურ ლიდერად და ძალაუდლების პატრონად აქცია, მიშას ლევან რამიშვილმა შეუქმნა და მისცა!

 

სააკაშვილი რესტორნებსა და ქალებზე იყო მიშვებული, ქვეყანას კი მართავდა „თავისუფლების ინსტიტუტი", რომელიც სინამდვილეში ერთი ადამიანი - ლევან რამიშვილი იყო!" - ამბობს ნანა კაკაბაძე.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი