logo_geo
„ზურაბ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები FBI-მ გააქრო“ - ჯეფრი სილვერმანის სკანდალური განცხადება
- +

24 დეკემბერი. 2016. 19:01



ამერიკელი ჟურნალისტი, „ვეტერანს თუდეის" საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეფრი სილვერმანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე გაზეთ „ასავალ დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.


ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანია CO-თი გაგუდული კი არა, მოკლულია! მისივე თქმით, რადგანაც ამერიკამ სააკაშვილში დიდი ფული ჩადო, მისი დაცვა მისსავე ინტერესებში შედიოდა, ამიტომაც აურიეს კვალი და გააქრეს მტკიცებულებები.


„მკვლელობის კვალის არევაში, მისია შეასრულებინეს ეფ-ბი-აის აგენტ, ბრაიან პარმანს და იმ ბინაში მტკიცებულებები გააქრობინეს, შემდეგ კი ჟვანიას გაზით გაგუდვის ზღაპრებიც შეათხზევინეს. პარმანი კი, სწორედ ამ საქმის მერე დააწინაურეს.

 

ამ საქმეში მტკიცებულება არის ის, რომ მტკიცებულება არ არსებობს!" - განაცხადა სილვერმანმა.


ჯეფრი სილვერმანის განცხადებით, ოჯახმა საქმის გამოძიებისთვის კვლავ მთავრობას უნდა მიმართოს, ან კიდევ თავად მოიწვიონ ექსპერტები.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი