logo_geo
გიორგი ვოლსკი კვირიკაშვილზე: 2016 წელს მისი პერსონა დასამახსოვრებელი იქნება
- +

24 დეკემბერი. 2016. 19:28


 

„2016 წლის დასამახსოვრებელი მოვლენებიდან ხაზგასმით აღვნიშნავდი ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში განაცხადა და 2016 წლის დასამახსოვრებელ პიროვნებად, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.


„პერსონა, რომლიც მიმართაც მთვარი შეტევები ხორციელდება არის გიორგი კვირიკაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ლიდერის ისეთი პოზიციების დაკავება, რომელიც კეთილგანწყობილი ადამიანებისთვის და ქვეყნისათვის ძალიან მისაღებია. ვფიქრობ, რომ მისი პერსონა 2016 წელს იქნება დასამახსოვრებელი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 


 

big_banner
არქივი