logo_geo
„როგორც სახედარი ფანდურზე ვერ დაუკრავს, ისე „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლებას საშველი არ დაადგა!“
- +

17 ნოემბერი. 2016. 17:49



გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიას აქვეყნებს სათაურით - „ნაცმოძრაობა კაპუტ!", სადაც „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ წერს.



„პირველი დიდი ნაპრალი „ნაცმოძრაობის" ბიოცისტერნას 2012 წლის 1 ოქტომბრის ღამეს გაუჩნდა, როცა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები წააგო და ამერიკელების ზეწოლით იძულებული გახდა, ყელიდან ამოეხრიალებინა - „არჩევნებში დავმარცხდით და ოპოზიციაში გადავდივართო", - წერს გამოცემა და აქვე დასძენს, რომ მიუხედავად ევროპისა და ამერიკის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას საშველი არ დაადგა.



„იმ დღიდან მოყოლებული, სააკაშვილი და მთელი მისი ხროვა ევროპელმა თუ ამერიკელმა ბებიაქალებმა ოთხი წელი ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფეს, უკრაინაში სისხლი გადაუსხეს, ირინა სარიშვილს ამკითხავებინეს, პაატა ბურჭულაძეს გამოალოცვინეს, მეუფე პეტრე ცაავას შეალოცვინეს და მაკ-კეინს დაალოცვინეს, მაგრამ არაფერმა გაჭრა!

 

როგორც სახედარი და ისიც თავმოჭრილი, ფანდურზე ვერ დაუკრავს, ისე „ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, „რებრენდინგსა" თუ „მეორედ მოსვლას" საშველი არ დაადგა!" - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი". 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი