logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: შევარდნაძე მეუბნებოდა, მიშა რუსების პროექტიაო!
- +

26 დეკემბერი. 2016. 14:04



„კავკასიაში დასავლეთი სააკაშვილმა კი არა, შევარდნაძემ შემოიყვანა და ამ პროცესში, როგორც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, აქტიურად ვიყავი ჩართული", - განაცხადა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

„ედუარდ შევარდნაძე, რომელთანაც „ვარდების რევოლუციის" პერიოდში ინტენსიური ურთიერთობა მქონდა და მერეც ვნახულობდი ხოლმე, მეუბნებოდა, ჟვანია უფრო დასავლურია, სააკაშვილი კი რუსების პროექტიაო.

 

კავკასიაში დასავლეთი სააკაშვილმა კი არა, შევარდნაძემ შემოიყვანა და ამ პროცესში, როგორც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, აქტიურად ვიყავი ჩართული - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ყველანაირად მეხმარებოდა, რომ სამსახური ამეწყო. მერე, როცა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც დაიწყო. ასე რომ, დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მაშინ გახდა და შევარნაძის შემდეგ, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ჟვანიამ შეასრულა. სააკაშვილმა ეს მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ თავისი ავანტიურიზმით ყველაფერ ამას ავნო!" - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.   

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი