logo_geo
პეტრე ცისკარიშვილი: გივი თარგამაძეს საორგანიზაციო კომისიის შექმნა თუ პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა
- +

26 დეკემბერი. 2016. 15:56



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ყრილობისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთი წევრია. „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ 20 იანვრის ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის" მომავალს გადაწყვეტს.


მისი თქმით, საორგანიზაციო კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. საორგანიზაციო კომისიას მხოლოდ დეტალების გარკვევა ევალება.


„საორგანიზაციო კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ჩვენ გვევალება ყრილობის დღეს ავტობუსების ან დარბაზების დაქირავება, ბიულეტინების დაბეჭდვა და ა.შ. თუ გივი თარგამაძეს ეს პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა.

 

მოვა ყრილობის დღე და ჩვენი დელეგატები თუ პარტიის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის" მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი