logo_geo
ედუარდ შევარდნაძემ თერთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში შვებულება მხოლოდ ორჯერ აიღო - საინტერესო ფაქტები
- +

26 დეკემბერი. 2016. 16:28



საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის შეფასება, ალბათ, ყოველთვის წინააღმდეგობრივი იქნება. მომხრეებისთვის შევარდნაძე მსოფლიო მასშტაბის უდიდეს პოლიტიკოსად ითვლება, მოწინააღმდეგეები კი მას გამყიდველს უწოდებენ, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ედუარდ შევარდნაძეს კარგად ესმოდა პოლიტიკის ენა და ადამიანებთან ურთიერთობაც გამოსდიოდა.


„კვირის პალიტრას" სტატიაში აღწერილია, თუ როგორი იყო, საქართველოს მეორე პრეზიდენტი კადრს მიღმა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. როგორც სტატიიდან ირკვევა, ედუარდ შევარდნაძე ოჯახის წევრებთან სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა.


„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტმა თერთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში ოფიციალურად შვებულება მხოლოდ ორჯერ აიღო, ცდილობდა, შაბათ-კვირას ლიკანს ან წინანდალს სწვეოდა. თურმე სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მაშინდელ მმართველს, ირაკლი ანდრიაძეს, წინანდალში საგანგებოდ პრეზიდენტისთვის ყოველთვის გადანახული ჰქონდა მუხის კასრში დაყენებული არაყი - შევარნაძე ალკოჰოლურ სასმელს მხოლოდ წინანდლის რეზიდენციაში მიირთმევდა. ლიკანის სასახლეში ყოფნისას კი ბევრს სეირნობდა და უბის წიგნაკში რაღაცებს ინიშნავდა. როგორც ამბობენ, ჩანაწერებს მხოლოდ მეუღლეს, ნანული შევარდნაძეს აკითხებდა. ახლობლების წრეში ხშირად აღნიშნავდა, რომ ფილმებიდან განსაკუთრებით თენგიზ აბულაძის „მონანიება" უყვარდა, წიგნებიდან კი შიო გვეტაძის „მონანიებას" გამოყოფდა", - ნათქვამია სტატიაში.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი