logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ჩემთვის მტკივნეულია პოლიციელის მხრიდან ისეთი ქმედების ჩადენა, რასაც მე უღირს საქციელს ვეძახი
- +

26 დეკემბერი. 2016. 17:07


 


„იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს მცირეოდენი ეჭვიც კი, რომ ვინმემ სუბიექტურობა ან მიკერძოება გამოიჩინა, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიებას არა შსს, არამედ პროკურატურა აწარმოებს", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით.


მინისტრი შეფასებებისგან თავს იკავებს, მხოლოდ ადასტურებს, რომ პოლიციელი, რომელიც გასვიანის საქმეში ფიგურირებს, უწყებაში აღარ მუშაობს.


„ჩემთვის მტკივნეულია ყოველი პოლიციელის მხრიდან ისეთი საქციელის, ქმედების ჩადენა, რასაც მე უღირს საქციელს ვეძახი. კიდევ უფრო მტკივნეულია, თუკი ეს ქმედება დანაშაულია. ჩემი დიდი პატივისცემა ჟურნალისტებს, მაგრამ, ვფიქრობ, არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ ჩაიდენენ უღირს ქმედებას - ჟურნალისტის, ექიმის თუ რიგითი მოქალაქის მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უპატიებელი საქციელია.

 

 

იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს მცირეოდენი ეჭვიც კი, რომ ვინმემ სუბიექტურობა ან მიკერძოება გამოიჩინა, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიებას არა შსს, არამედ პროკურატურა აწარმოებს. მე არ მაქვს უფლება, გავაკეთო საკუთარი შეფასებები, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ვერც უდანაშაულობის პრეზუმფციას დავარღვევ. ერთადერთი, გიდასტურებთ, რომ ეს პოლიციელი აღარ მუშაობს უწყებაში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი