logo_geo
რატომ უნდოდა სააკაშვილს პარტიის ქუჩაში გაყვანა?
- +

17 ნოემბერი. 2016. 19:39


 


ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, როდესაც სააკაშვილი უბიძგებდა პარტიას ქუჩის აქციებისკენ, ეს „ნაციონალური მოძრაობის" განადგურების ტოლფასი იყო.


„როცა სააკაშვილი უბიძგებდა პარტიას ქუჩის აქციებისკენ, ეს პარტიის განადგურების ტოლფასი იყო. მერე სააკაშვილს ექნებოდა სალაპარაკო, რომ აი, ივანიშვილმა ქუჩის მომიტინგეები დაარბია და დემოკრატიას ღალატობს. ამისთვის უნდოდა სააკაშვილს ქუჩაში მათი გაყვანა.

 

პარტია ამჟამად წამგებიანი ალტერნატივის წინაშეა. არც ერთი ალტერნატივა მისთვის მომგებიანი არ არის. შეინარჩუნებს სააკაშვილს, სააკაშვილი წააგებინებს, დაკარგავს სააკაშვილს და უსააკაშვილობა წააგებინებს.

 

მე მაინც ვთვლი, რომ პარტიამ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რომც დაბალი შედეგები აჩვენონ, გუნდი უფრო ერთიანი იქნება, გუნდი იქნება და არა - ერთ კაცზე ორიენტირებული. გადაწყვეტილებებსაც გაფილტრავენ და ისე მიიღებენ. აი, სააკაშვილს რომ გუნდისთვის მოესმინა, შეიძლება მათთვის ნორმალური შედეგიც კი დამდგარიყო. ერთმანეთს რომ არ უსმენენ, იმან გააჩინა ის, რაც მოხდა", - აცხადებს საყვარელიძე.


 

big_banner
არქივი