logo_geo
ოთარ აბესაძე: ქართული ეკონომიკა დამოკიდებულია რეგიონულ პოლიტიკაზე
- +

17 ნოემბერი. 2016. 21:18




„დიმიტრი ქუმსიშვილის და გუნდის ხედვები მიმაჩნია, რომ არის სწორი",-  ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ოთარ აბესაძემ „tvპირველის" ეთერში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის კომენტირებისას განაცხადა. როგორც აბესაძე განმარტავს, ქართული ეკონომიკა დამოუკიდებელი არ არის ის მიბმულია ფინანსურ ოპერაციებზე.



„საქართველოს ეკონომიკა მიბმულია ფინანსურ ოპერაციებზე, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. ქართული ეკონომიკა როგორც ასეთი აღებული მსოფლიოსთვის დამოუკიდებელი და ინდივიდუალური არ არსებობს. ქართული ეკონომიკა თავიდან-ბოლომდე დამოკიდებულია რეგიონულ პოლიტიკაზე. ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე. ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკა ცალსახად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც.

 

ჩვენი ოპონენტები, რომლებიც საუბრობენ, რომ მათი ხელისუფლების დროს დოლარი  იყო პირობითად 1,70 , იმ დროისთვის უკრაინაში პირობითად 100 დოლარად შეიძენდი 800 გრივნას. დღეს უკრაინაში 100 დოლარი ღირს 2 400 გრივნა. ანალოგიური მდგომარეობაა რუსეთშიც. იმ პერიოდში, იმ 10 წლეულში კავკასიის რეგიონული ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე დღეს არის. თუ ეკონომიკურად მყარად ისევ აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი არ დადგა, ეს აისახება ყველა ჩვენს მოქალაქეზე, რადგან საქართველოს ეკონომიკა მათ ეკონომიკურ ძვრებზეა გადაბმული",- განაცხადა აბესაძემ. 


 

right_banner big_banner
არქივი