logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტი თავისი ფუნქციებისა და მოვალეობის შესაბამისი უნდა იყოს
- +

18 ნოემბერი. 2016. 10:47

 

 

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში პრეზიდენტი თავისი ფუნქციებისა და მოვალეობის შესაბამისი უნდა იყოს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტის თანამდებობა პოლიტიკური საქმიანობის ბოლო სტადია იქნება, რითიც ადამიანი თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს.

 

 

„ჩემი სურვილია, პრეზიდენტი საქართველოში იყოს თავისი ფუნქციებისა და მოვალეობის შესაბამისი. უნდა დამკვიდრდეს არბიტრი პრეზიდენტის ტრადიცია. მოხარული ვიქნებოდი, თუ პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარედ არ ჩაერთვებოდა, რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს. სასიამოვნოა ტრადიცია, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა არის ბოლო სტადია პოლიტიკური საქმიანობის, რის შემდეგაც შვილიშვილებს ეფერები. მარგველაშვილში კი არ არის საქმე, მე ვგულისხმობ თავად ინსტიტუტს. ასეთი ტრადიცია არის ისრაელში, გერმანიაში..." - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.






 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი