logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: ივანიშვილმა სააკაშვილს „ხუთიანზე“ შეუსრულა
- +

18 ნოემბერი. 2016. 10:50



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს, რადგან მისი წევრები და ლიდერები ერთმანეთს ჭამენ!" - ასე აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დანებდება და სხვადასხვა გზით შეეცდება შეინარჩუნოს პარტიის თავმჯდომარეობა, მაგრამ დასძენს, რომ არაფერი გამოუვა.



„სააკაშვილი არ დანებდება, გამორიცხულია! სააკაშვილი ოდესიდან უკვე კივის - ჩვენი ბედი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ კი არა, ყრილობამ უნდა გადაწყვიტოსო! სააკაშვილი ახლა შეეცდება, „ნაცმოძრაობის" ყრილობაზე თავისი მონები მიიყვანოს, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან კეზერაშვილი ამ საქმეში ფულს არ ჩადებს! ბიძინა ივანიშვილმა თქვა - „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრებაო! - და პროცესები ზუსტად ამ სცენარის მიხედვით მიდის! ჟარგონით თუ ვიტყვით, ივანიშვილმა სააკაშვილს „ხუთიანზე" შეუსრულა და თან ეს ისე გააკეთა, მართლაც „ბრავო", რა!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა კანონიერი გზა გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის" დასანგრევად".


„ივანიშვილმა ყველა კანონიერი საშუალება გამოიყენა ნაციონალების დასანგრევად და შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ციხეებში დღეს ვერ ნახავთ პატიმარს, რომელიც უკანონოდ ზის! შესაძლოა, ძველი პატიმრები სადმე ჩარჩენილები არიან, თორემ ხომ გეუბნებით, ტყუილად დაჭერილ ადამიანს ვერ ნახავთ! ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად მოახერხა და დაამარცხა ნაცების არა ცხრაწლიანი, არამედ ზურაბ ჟვანიამ რომ „მოქკავშირში" მიათრია, იმ მანქურთების ოცდაოთხწლიანი ხელისუფლება! ახლა ბოკერია და მისი გუნდი შეეცდებიან, ჩამოირეცხონ სისხლი და ტალახი, ყრილობაზე სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენონ და შექმნან ვითომდა ახალი ტიპის პარტია, მაგრამ წინასწარ ვაცხადებ - ყველაფერი დამთავრებულია! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს, რადგან მისი წევრები და ლიდერები ერთმანეთს ჭამენ!"  - განაცხადა ხაჭაპურიძემ.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი