logo_geo
ვადიმ რაბინოვიჩი: უკრაინაში ერთით ნაკლები გიჟია
- +

18 ნოემბერი. 2016. 12:02



გაზეთ „ასავალ-დასავალში" ქვეყნდება სტატია სახელწოდებით „სააკაშვილს „ტრამპი დაეწვა!" აღნიშნულ სტატიაში, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომაზეა საუბარი.


„სააკაშვილს რომ არ დავიწყებოდა, რა უბედურებაც მოუწყო ქართველობას 2007 წლის 7 ნოემბერს, ის ცოცხალი თავით არ გადადგებოდა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მაინცდამაინც ამ დღეს! ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არც ნანობს წარსულ დანაშაულებს! დიახ, არ ნანობს, რადგან არ ახსოვს!

 

ოდესელებმა სააკაშვილის გუბერნატორობისაგან გათავისუფლება მისი ყოფილი რეზიდენციის წინ სახალხო მხიარულებითა და პურმარილით აღნიშნეს! ოდესის საზოგადოების წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, ამიერიდან 7 ნოემბერი „სააკაშვილისგან გათავისუფლების დღესასწაულად" გამოეცხადებინათ!" - საუბარია სტატიაში.

 

მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, უკრაინის პოლიტიკოსებს შორის არაერთი განცხადება გაკეთდა. სტატიაში კი, რადას დეპუტატის ვადიმ რაბინოვიჩისა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებებია მოყვანილი.

 

 „რამდენიმე დღის წინათ, სააკაშვილმა გამოაქვეყნა მიმართვა ქართველებისადმი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაჰპირდა, მალე შევხვდებითო. არჩევნები მათთან უკვე დასრულდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი კარგად ვერ „ჩაიტვირთა". არ ვიცი, რა არ ეყო - კოკაინი თუ წყალი... მადლობა ღმერთს, ქვეყანაში ერთით ნაკლები გიჟია!" - აღნიშნა რაბინოვიჩმა.


„ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ", - განაცხადა პოროშენკომ.

 

„ტრამპი სააკაშვილს ვერ დაეხმარება! მას მისთვის სულ არ სცხელა! მარტივად რომ ვთქვათ, ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის პოროშენკო უფრო საჭირო „ძაღლიშვილია", ვიდრე ვიღაც ნაგუბერნატორალი ჯამბაზი სააკაშვილი! ასე რომ, სააკაშვილს „ტრამპი დაეწვა!" - წერია სტატიაში.

 

 



 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი