logo_geo
თამაზ წივწივაძე: არ გინდა, ამდენი გადარეული ქართველი მოაშორო იმ ციხეს, სადაც სააკაშვილი იქნება განთავსებული?!
- +

18 ნოემბერი. 2016. 12:11


 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში, პუბლიცისტი, მწერალი და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის უთანხმოებაზე საუბრობს.


„ნაციონალურ მოძრაობაში" რომ დიდი განხეთქილებაა, პირწმინდად გეთანხმები. სააკაშვილი დღეს აღარავინაა და როგორც პოლიტიკოსი, როგორც ფიგურა, უკვე წარსულია! დიახ, სააკაშვილი აღარც საქართველოს პრეზიდენტია, აღარც ოდესის გუბერნატორი და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც სამეფო კარის რომელიმე კახპა ქალბატონის ფავორიტი!

 

 სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლების გადატრიალება სურს და ეს მისი ბოლო ავანტიურაა! დიახ, ბოლოა, იმიტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, იგი ამ ავანტიურას შეეწირება!" - აღნიშნავს მწერალი.

 

წივწივაძის აზრით, უკრაინა სააკაშვილს საქართველოს სამართალდამცავებს გადასცემს. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ახალი უბედურება იქნება.


„ძალიან მეცოდება ის საქართველო, სადაც ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველმა ხმა მისცა ამ ავადმყოფებს - „ნაცმოძრაობის" ლიდერებს! როგორც სათამაშო მოედნიდან დაჩუტულ ბურთს, დაჩუტულ სააკაშვილსაც ისე გადმოუგდებს უკრაინის ხელისუფლება ქართველ სამართალდამცავებს - თქვენი დამნაშავეა და თქვენვე გაასამართლეთო! ბორკილდადებული სააკაშვილის დაბრუნება, თავის მხრივ, ახალი უბედურება იქნება საქართველოსთვის - არ გინდა, ამდენი გადარეული ქართველი მოაშორო იმ ციხეს, სადაც ეს გიჟი იქნება განთავსებული?! - აცხადებს წივწივაძე.

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი