logo_geo
სოფო ბედია: მე და მიშას საერთო შვილი ნატვრად გვქონდა!
- +

26 ივნისი. 2018. 13:03

 

 

მომღერალი სოფო ბედია მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ამბავს რამდენიმე თვე მალავდა. როგორია მოლოდინი, ამის შესახებ სოფო „Funtime“-ს უამბობს.

 

- ჩემი ფეხმძიმობის შესახებ წინასწარ საუბარი არ მინდოდა, რადგან ნაადრევი ორსულობის საჯაროდ გამოფენას საჭიროდ არ მივიჩნევ. ვიფიქრე, რომ პატარას სქესს გავიგებდი და ამ სასიხარულო ამბავს შემდეგ ვიტყოდი. ყველაფერი მშვიდობით არის და, რაც მთავარია, ნაყოფი ჯანმრთელია. ამჯერადაც ბიჭს ველოდები. მესხებს ვამრავლებ! მიშა ძალიან ბედნიერია! ეს ამბავი რომ გავიგეთ, ორივეს სიხარულის ცრემლები მოგვადგა! 5 წელია, ერთად ვართ და საერთო შვილი ნატვრად გვქონდა გადაქცეული. ღმერთს ამ დიდი საჩუქრისთვის მადლობას ვუხდი! ყველა მეუბნება, რომ ფეხმძიმობა მომიხდა და ძალიან გალამაზებული ვარ, რაც მახარებს. პატარას საშობაოდ ველოდებით!

 

- როგორი ფეხმძიმობა გაქვთ?

 

- ძალიან კარგი! არაფერს შევუწუხებივარ. ჭამა-სმის ხასიათზე ვარ, თუმცა არც ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს, რომ მიშა ღამით რამე საჭმელზე ვარბენინო. ცოტა წონაში მოვიმატე, მაგრამ შევეცდები, ძალიან არ გავსუქდე და მშობიარობის შემდეგ ფორმაში მალევე ჩავდგე.

 

- მიშა რამდენად განებივრებთ?

 

- მიშა ყოველთვის მანებივრებდა, თუმცა ახლა ჩემ მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანია. მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს!

 

- კარიერასა და სამუშაო პროცესში ფეხმძიმობა ხელს ხომ არ გიშლით?

 

- არა. ეს მდგომარეობა ხელს არაფერში მიშლის და არც გაჩერებას ვაპირებ. ახალ სიმღერაზეც ვმუშაობ და მაქსიმალურად ვეცდები, შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზა არ მქონდეს.

 

- ნიკოლოზი დედისერთაა. უკვე ხომ არ ეჭვიანობს?

 

- ნიკოლოზი უკვე 9 წლის არის. ფანატიკურად ვუყვარვარ და არ მინდა, თავის ძმაზე იეჭვიანოს. ამიტომ სულ ვეუბნები, რომ ის ჩემთვის პირველი სიხარულია და პატარას გაზრდაში მისი დახმარების იმედი მაქვს. გამუდმებით მუცელზე მკოცნის და პატარას ეფერება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი