logo_geo
ვინ შეიძლება დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“? - მამუკა არეშიძის განცხადება
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:59

 

 

ექსპერტი მამუკა არეშიძე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს შეეხო. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პროდუქტია და აუცილებლად მას დარჩება, ის ჯგუფი კი, რომელიც დღეს აქტიურია, შესაძლოა, პარტიიდან წავიდეს. 


„უკვე კარგადაა ცნობილი ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შეძლებს ამ პროცესების დალაგებას. ჯერჯერობით კი სამ ფრონტზე იბრძოლებს: უკრაინაში, საქართველოსა და თავის პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პროდუქტია და ის აუცილებლად დარჩება სააკაშვილს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ის ჯგუფი, რომელიც დღეს აქტიურია, წავიდეს პარტიიდან, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ ველი.

 

რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინულ პერსპექტივას, რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ ძნელია. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი რომ უჭერს მხარს, ცხადია, მაგრამ უკრაინა სხვა ტიპის ქვეყანაა, სადაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქვეყნის სათავეში აუცილებლად უნდა იყვნენ გავლენიანი და ფულიანი ადამიანები, რომელთა დიდი უმრავლესობა დღეს სააკაშვილის გვერდით არ დადგება, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი