logo_geo
დავით მესხიშვილი: არასწორი იქნება, თუ ტექდათვალიერების აღდგენას მხარს არ დაუჭერენ
- +

18 ნოემბერი. 2016. 16:24



სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2018 წლის იანვრიდან აღდგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" პრეზიდენტი დავით მესხიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ეს არასწორია.



„თუ ოპოზიცია რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება პოპულიზმი. მთავარია, ამ თემაზე საჯარო დებატები დაიწყოს. არც ოპოზიცია არ იყო ამ თემების მიმართ გულგრილი და ამბობდა, რომ ჰაერი დაბინძურებულია და ეს უნდა გამოსწორდეს. მე მოვისმინე განცხადებები, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი არ მიესალმება ამ ინიციატივას, მაგრამ იმიტომ თუ უნდა გავაკეთოთ უარყოფითი განცხადება, რომ პოლიტიკური მოტივაცია გვაქვს, ამას ხალხი ისედაც მიხვდება, მაგრამ ჩემი აზრით, არასწორი იქნება, თუ ტექდათვალიერების აღდგენას მხარს არ დაუჭერენ", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი