„როგორც სათამაშო მოედნიდან დაჩუტულ ბურთს, დაჩუტულ სააკაშვილსაც ისე გადმოუგდებს უკრაინის ხელისუფლება ქართველ სამართალდამცავებს - თქვენი დამნაშავეა და თქვენვე გაასამართლეთო!" - ამის შესახებ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.
„ბორკილდადებული სააკაშვილის დაბრუნება, თავის მხრივ, ახალი უბედურება იქნება საქართველოსთვის - არ გინდა, ამდენი გადარეული ქართველი მოაშორო იმ ციხეს, სადაც ეს გიჟი იქნება განთავსებული?!" - აცხადებს წივწივაძე.