logo_geo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი როგორ მოიქცევა, ეს ძნელი სათქმელია
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:03

 

 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, სააკაშვილი ძალიან ენერგიული და ექსცენტრიული პოლიტიკოსია, რომელიც ლოგიკურად არ იქცევა.


„ძალიან ენერგიული და ექსცენტრიული პოლიტიკოსია, რომელიც ლოგიკურად არ იქცევა და ამ ალოგიკურობაში მან შეიძლება ბევრი ისეთი სვლა გააკეთოს, რასაც ახლა ვერ განსაზღვრავს ადამიანი.

 

სავარაუდოა, რომ ის ეცდება, დაალაგოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. სავარაუდოა, რომ ამერიკის გავლით ეცდება უკვე, რომ შევიდეს უკრაინაში. ანუ ამერიკული გავლენით იმოქმედოს უკრაინაში. ეს რამდენად შედეგიანი იქნება, ამის თქმა ძნელია, რადგან ტრამპის პოლიტიკა ჯერ გახსნილი არ არის, მისი ხასიათი და პოლიტიკა ჯერჯერობით ბუნდოვანია. ხოლო სააკაშვილს, ამერიკის გარდა, სხვა დასაყრდენი, პრაქტიკულად, არ გააჩნია. თუ ეს საყრდენიც გამოეცალა, მერე როგორ იმოქმედებს, ეს ძნელი სათქმელია", - აცხადებს საყვარელიძე.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი