logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიციის მოთხოვნილება ბუნებრივად არსებობს
- +

19 ნოემბერი. 2016. 13:14


 

„ვინაიდან პოლიტიკური ველი ასე მიმოინგრა და ბუნებას არ უყვარს სიცარიელე, ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიციის მოთხოვნილება ბუნებრივად არსებობს", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" მესამე ოპოზიციური ძალის შექმნის იდეაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალმა ოპოზიციურმა ძალამ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებსაც სულ რაღაც ერთი თვის წინაც კი უშვებდნენ.

 

„ხალხმა, რომელმაც სხვადასხვა ფორმატში ვერ ჩააბარა გამოცდა, უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. თუკი ისინი ამ შეცდომებზე გაიჭედებიან, მესამე ძალის იდეაც განწირულია.

 

ვგულისხმობ იმ შეცდომებს, რომლებსაც ისინი უშვებდნენ სულ რაღაც ერთი თვის წინაც კი. თუ ისინი ამ შეცდომის ერთგულნი დარჩნენ, მაშინ მომავალშიც ძალიან გაუჭირდებათ. ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს იმდენად ეძვირფასება 2012 წლის გამარჯვება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცემს საშუალებას, ეს გამარჯვება რაღაც იაფფასიანი პოპულიზმისა და ხელისუფლების უპრაგონო ლანძღვაზე გადაახურდაოს. თუ ისინი 2012 წლის გამარჯვების ადეკვატურები იქნებიან, ცხადია, ექნებათ შანსი, მაგრამ თუ იმ შეცდომაში დარჩებიან, რომელსაც „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემოკრატები" უშვებდნენ, როდესაც ხელისუფლებას უყეფდნენ და „რუსთავი 2"-ს ეფერებოდნენ, მაშინ მათი მომავალიც ძალიან ბუნდოვანი იქნება", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი