logo_geo
„გამორიცხული არ არის, ტრამპის ადმინისტრაცია სააკაშვილის ექსტრადირებით დაინტერესდეს“
- +

19 ნოემბერი. 2016. 14:30



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე საუბრობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტის აშშ-ში გადასვლის შემთხვევაში კი, არ გამორიცხავს ტრამპის დაინტერესებას მისი ექსტრადირებით.

 

„სააკაშვილს უკრაინის დატოვებაც მალე მოუწევს და, ალბათ, კვლავ ამერიკას მიაშურებს, სადაც ერთადერთი პერსპექტივა გააჩნია - სადმე ლექციები წაიკითხოს!

 

უკრაინის დატოვების შემდეგ, სააკაშვილს აღარ ექნება გარანტია, რომ მას, როგორც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილს, ევროპის რომელიმე ქვეყანაში არ დააკავებენ! ამდენად, სააკაშვილს მოუწევს, აშშ-ში ჩაიკეტოს და დიდი ხნის განმავლობაში, იქიდან ფეხი არ გაადგას! გამორიცხული არ არის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით დაინტერესდეს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი