logo_geo
გიორგი ბერიძე: კეზერაშვილმა „ნაცების“ სექტას ფულის მიწოდება შეუწყვიტა!
- +

16 იანვარი. 2017. 17:29


 

„კაცმა ერთხელ გადაიხადა, მეორეჯერ გადაიხადა, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მაგრამ შედეგი იყო ყოველთვის ნული", - საუბრობს დავით კეზერაშვილის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ანალიტიკოსი და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გიორგი ბერიძე.


ბერიძის თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება მობეზრდა და პარტიას ფულის მიწოდება შეუწყვიტა.

 

„ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობის" დაშლა დაიწყებოდა მაშინვე, როგორც კი მას თანხა მოაკლდებოდა! ყველამ კარგად იცის, რომ ნაცების ხაზინადარი და მთავარი დამფინანსებელი იყო კეზერაშვილი, რომელიც ადეიშვილთან ერთად სააკაშვილის ფაშისტური პარტიის შავ ფულს, „ობშიაკს" აკონტროლებს.

 

კეზერაშვილს ნაცების დაფინანსება  მობეზრდა და სექტას ფულის მიწოდება შეუწყვიტა! კაცმა ერთხელ გადაიხადა, მეორეჯერ გადაიხადა, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მაგრამ შედეგი იყო ყოველთვის ნული... ჰოდა, კეზერაშვილსაც მობეზრდა ამდენი ფულის გადაყრა.

 

ამ სასაცილო კაცს - კობა ხაბაზს მისცეს უამრავი ფული, შეუქმნეს ორგანიზაცია, თუმცა, ეფექტი აქაც იყო ნული... რაკი გამარჯვებულებს არ სჯიან, ე.ი. ისჯებიან წაგებულები.

 

ახლა დადგა ის ეტაპი, როცა წაგებულები უნდა დაისაჯონ და ის სასჯელი მოიხადონ, რაც დაიმსახურეს!" - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი