logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან სამწუხაროა…
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:25



დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს და მის გზავნილებს აფასებს.


„პარლამენტის პირველი დღე უფრო საზეიმოა. ამ ვითარებაში კი, პრეზიდენტის ტონალობა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მისი ტონი დამრიგებლისას ჰგავდა და პირადად მე, ცოტა გამიკვირდა.


პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. კარგად ვიცით, რომ ქვეყნის მომავალი განათლების სისტემით იწყება. მეც სწორედ განათლებისა და კულტურის კომიტეტში ვარ წარმოდგენილი. მეორე კომიტეტი კი, რომლის წევრიც გახლავართ, დიასპორის კომიტეტია. ამ საკითხზე კი, პრეზიდენტის არცერთი სიტყვა არ მომისმენია. ძალიან სამწუხაროა, რადგან ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც ელოდნენ, ალბათ, პრეზიდენტისგან ერთ სიტყვას მაინც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

 

 

 


 

big_banner
არქივი