logo_geo
სოსო შატბერაშვილი: ნაცებში დიდი გლოვაა!
- +

19 ნოემბერი. 2016. 16:26



გაზეთ „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში, „მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ტრამპის გაპრეზიდენტებაზე საუბრობს და მის გამარჯვებას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. იგი ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობას იხსენებს, როცა ეგონა, რომ ზესახელმწიფოს სათავეში, კონსერვატიულ ფასეულობებზე აღზრდილი, ეკლესიური ფენის წარმომადგენელი მოვიდა. შემდეგ კი, სწორედ ბუშის ადმინისტრაციამ მოიყვანა „ვარდების რევოლუციით" საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი.


„ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ტრამპის გამარჯვებას! დიახ, მე მომწონს, რომ ის არ ემხრობა გეი-ქორწინებას და ცნობს ტრადიციულ ფასეულობებს! დიახ, ჩემთვის საცნაურია, რომ ის ანტიგლობალისტური იდეოლოგიის გამტარებელია!

ნახეთ, რა მრავლისმეტყველად დამჟავებული სახეები აქვთ ჩვენებურ ნაცებსა და ლიბერასტებს, რომლებიც აშკარად ჰილარი კლინტონის გამარჯვების მოლოდინში ცმუკავდნენ!

სააკაშვილს ჩვენ ხომ უკვე „მოხარშულს" ვიცნობთ! ეს არის ყოვლად უსირცხვილო და უშუბლისძარღვო პოპულისტი! მაგრამ ხომ ხედავთ, უცებ „გადაატრიალა ფირფიტა" და თავი „ტრამპის მეგობრად" გამოაცხადა! მას ძალიან მძიმედ აქვს საქმე! აღარც ოდესის გუბერნატორია და არჩევნებში მწარედ დამარცხებული, საქართველოშიც აღარავის სჭირდება!

მიშა საქართველოში დასამარდა! ამიტომ ახლა უკრაინელობა მოირგო! დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ჯალალედინის შემოსევისას რომ ეცხოვრა, გამოვიდოდა და იტყოდა, მე სულით ხვარაზმელი ვარო!" - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

 

სოსო შატბერაშვილი გიგა ბოკერიასა და გია ბარამიძის დანაშაულებრივ ქმედებებზეც საუბრობს.  


„გიგა ბოკერია არის უბოროტესი ადამიანი! ის ვერანაირად შეაწმენდს ხელს სააკაშვილს, რადგან თვითონ უმძიმესი დამნაშავეა. ციხის ბუნტის დროს, იქ ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ რეკავდნენ პატიმრები საკნებიდან, გიგა ბოკერიას ბრძანებით გვცხრილავენ ავტომატებიდანო! ჰოდა, თუ სადმე სამართალია, ბოკერია ბაჩო ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს! მას მეტი ძალაუფლება რომ ჰქონოდა, საქართველოში სისხლის მდინარეებს დააყენებდა.  

 

სააკაშვილს ხელს ვერც გია ბარამიძე შეაწმენდს, რადგან ის არის პასუხისმგებელი უმძიმეს დანაშაულზე - სოფელ ეცერში აფრასიძეების ოჯახის განადგურებაზე და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო!

 

მოკლედ, ნაცებს უმძიმესი დღეები უდგათ, რადგან სულ მალე ნაწილებად დაიშლებიან. ნახეთ, მშიერი ვირთხებივით როგორ დაერივნენ ერთმანეთს! ესენი „მოქკავშირის" ბედს გაიზიარებენ და ამათგან სახსენებელიც აღარ დარჩება! დიახ, ნაცებში დიდი გლოვაა" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი