logo_geo
გიორგი კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკა არ აპირებს ერთი გოჯის დათმობასაც კი
- +

17 იანვარი. 2017. 16:01


 

 

„ქუთაისში გვინდა იმ ადამიანების სახელობითი სართულების მოწყობა, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობაც ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

 

„ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა არავითარ შემთხვევაში არ იყიდება და არსად არ გადადის. ის მხოლოდ ფართოვდება. ქუთაისში განთავსდება საცავი, სადაც თავს მოიყრის დამატებითი ეგზემპლარები, იქნება სამკითხველო დარბაზი, რომელსაც მიენიჭება ნიკო ნიკოლაძის სახელი.

 

იქ გვინდა, ცისფერყანწელთა დარბაზის გაკეთება, იმ ადამიანების სახელობითი სართულების მოწყობა, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობაც ქუთაისთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, ბიბლიოთეკა ფართოვდება და ის არ აპირებს ერთი გოჯის დათმობასაც კი", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი