logo_geo
პირველი არჩევნები 1991 წელს გაიმართა და სწორედ ამ წლის მონაცემები აჭარბებს ყველა პარამეტრით სხვა არჩევნების შედეგებს
- +

30 ნოემბერი. 2018. 20:30

 

 

  1. ზვიად გამსახურდია - პირველი არჩევნები 1991 წელს გაიმართა და სწორედ ამ წლის მონაცემები აჭარბებს ყველა პარამეტრით სხვა არჩევნების შედეგებს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა და მან ხმების 87,03% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 2 565 362-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. რეკორდული იყო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც. მათი აქტივობა 82,84% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანი 2 978 247-მა ადამიანმა გამოხატა. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 5 400 800 ადამიანი ცხოვრობდა.

 

  1. ედუარდ შევარდნაძე (პირველი ვადით) - შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 1995 წელს გაიმართა და მასში ედუარდ შევარდნაძემ 74,04%-ით გაიმარჯვა - მას მხარი 1 589 909 მოქალაქემ დაუჭირა. არჩევნებში სულ 2 139 369 ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობა 68,86% იყო.

 

ედუარდ შევარდნაძე (მეორე ვადით) - საქართველოს მეორე პრეზიდენტმა 2000 წელს გამართულ არჩევნებშიც გაიმარჯვა. მეორე ვადით არჩევისას მას 1 870 311-მა ამომრჩეველმა, ანუ 79,04%-მა დაუჭირა მხარი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა - 2 343 176 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 75,86% იყო.

 

III. მიხეილ სააკაშვილი (პირველი ვადით) - საქართველოს მესამე პრეზიდენტის არჩევნები (რიგგარეშე) 2004 წელს გაიმართა. მასში მიხეილ სააკაშვილმა 1 890 739 ხმით გაიმარჯვა, ამომრჩევლის 96,24%-მა დაუჭირა მხარი. არჩევნებში სულ 1 963 556-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

მიხეილ სააკაშვილი (მეორე ვადით) - სააკაშვილი მეორე ვადით 2008 წელს, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. მან ხმების 53,47% მიიღო, მხარი სულ 1 060 042-მა ადამიანმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 1 982 318-მა ამომრჩეველმა მიიღო.

 

  1. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები 2013 წელს გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 1 012 569 ხმა მიიღო, ანუ 62,12%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება აქტივობას, მონაწილეობა სულ 1 660 976-მა ადამიანმა მიიღო(46,95%).

 

  1. სალომე ზურაბიშვილი - 2018 წლის 28 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში 1 147 627 ხმა მიიღო, მას მხარი ამომრჩეველთა 59,52%-მა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 1 921 260 ადამიანი მონაწილეობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი