logo_geo
გიორგი გურგულია: ბრავო, ბიძინა ივანიშვილი!
- +

18 იანვარი. 2017. 11:40


 

„აგერ ნახეთ, ხელიც თუ არ დაადონ ერთმანეთს, თუ უკვე დაფქული არ აქვთ პროკურატურაში ბევრი რამ" - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მსახიობმა გიორგი გურგულიამ. მისი თქმით, ნაციონალებს ისე ჰქონდათ ფესვები გადგმული და ისეთი მფარველი ჰყავდათ ბუშის მთავრობაში, რომ ვერც ვერავინ მოერეოდათ.

 

„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებს" ნელ-ნელა უსრულებს იმას, რასაც დაჰპირდა. ჯერ სად ხართ? ისეთი ბრალდებები წავა ერთმანეთის მისამართით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

 

აგერ ნახეთ, ხელიც თუ არ დაადონ ერთმანეთს, თუ უკვე დაფქული არ აქვთ პროკურატურაში ბევრი რამ. სხვანაირად ვერც უგულავა გამოვიდოდა ციხიდან და ვერც მერაბიშვილი გამოვა.

 

ბრავო, ბიძინა ივანიშვილი! ნაციონალებს ისე ჰქონდათ ფესვები გადგმული და ისეთი მფარველი ჰყავდათ ბუშის მთავრობაში, რომ ვერც ვერავინ მოერეოდათ!", - აღნიშნა მსახიობმა.  



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი