logo_geo
გიორგი გურგულია: არ დაგვვიწყებია გვარამიამ „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ რომ შემოგვთავაზა!
- +

19 იანვარი. 2017. 12:48



 

„ის ჩანაწერიც გვახსოვს, სადაც ნიკა გვარამია სააკაშვილის სისხლიან გეგმაში იყო ჩართული და არეულობის გამოწვევას ცდილობდა", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მსახიობმა გიორგი გურგულიამ და ინტერვიუში 2007 წლის მიტინგებიც გაიხსენა, რომელშიც თავადაც იღებდა მონაწილეობას. როგორც თავად აღნიშნა, ხალხს ყველაფერი ახსოვს.

 

„სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ის რეაქცია, რომელიც შეიძლებოდა რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას მიმართ ჰქონოდა. გვარამიას ხომ არ დაავიწყდა, ხალხს რომ არბევდნენ და აწამებდნენ, თვითონ პროკურორი იყო და არა „რუსთავი 2"-ის შეფი?! ის ჩანაწერიც გვახსოვს, სადაც ნიკა გვარამია სააკაშვილის სისხლიან გეგმაში იყო ჩართული და არეულობის გამოწვევას ცდილობდა.

 

2007 წელს მეც ვიდექი მიტინგებზე და ზუსტად მახსოვს, როგორ არბევდნენ ხალხს, რამდენი უდანაშაულო კაცი დააინვალიდეს. ისიც არ დაგვვიწყებია, მიტინგების დარბევის შემდეგ, გვარამიამ, პროკურორის რანგში, „ნოემბრიდან ნოემბრამდე" რომ შემოგვთავაზა.

 

დიახ, ყველაფერი გვახსოვს და ეს ბოღმა ჰაერში არ გაფანტულა, ისევ ხალხში ტრიალებს!" - აღნიშნა გიორგი გურგულიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი