logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი სულხან მოლაშვილი უნდა გამხდარიყო!
- +

20 იანვარი. 2017. 14:21


 

„საქართველოში უნდა შექმნილიყო ახალი პარტია, რომელსაც აწ განსვენებული სულხან მოლაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში", - საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. ის ასევე, საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავად უწოდებს, ბოროტების ბუნაგის და სექტის - ნაცმოძრაობის დაშლას და დანგრევას ულოცავს.

 

 „საქართველოს მოსახლეობას ამ ბოროტების ბუნაგისა და სექტის - ნაცმოძრაობის დაშლასა და დანგრევას ვულოცავ! რაც შეეხება, ნაცსექტაში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მაგონებს იმ ისტორიას, რომელიც „მოქალაქეთა კავშირში" 2002-2003 წლებში, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე განვითარდა.

 

მაშინ შევარდნაძის გარემოცვის ერთ-ერთი ფრთის ინიციატივით, საქართველოში უნდა შექმნილიყო ახალი პარტია, რომელსაც აწ განსვენებული სულხან მოლაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში და სწორედ ბატონი სულხანი უნდა გამხდარიყო შევარდნაძის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი! მოგეხსენებათ, ცხონებული სულხან მოლაშვილის ადვოკატი ვიყავი და სულხანმა ამის შესახებ ციხეში ყოფნის დროს მითხრა!

 

ამ გეგმის შესახებ სააკაშვილმა რა თქმა უნდა, იცოდა და სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე სწორედ სულხან მოლაშვილი დააპატიმრა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით", - იხსენებს ინტერვიუში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი