logo_geo
გიორგი გურგულია: ვღუპავთ ისედაც გაუბედურებულ ხალხს?!
- +

20 იანვარი. 2017. 17:31


 

„როგორ შეიძლება, ონლაინ-სესხების სარეკლამო რგოლები ამ მასშტაბით გადიოდეს ტელევიზიებში?! ვღუპავთ ისედაც გაუბედურებულ ხალხს?!", - განაცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მსახიობმა გიორგი გურგულიამ. როგორც თავად ამბობს, ხალხი ვალებს ვეღარ დაფარავს და მათი კერძო საკუთრებები ბანკებს დარჩება.

 

„ჩემს ირგვლივ მყოფ ძალიან ბევრ ხელოვანს უკიდურესად უჭირს. ყველას ბინები აქვს ბანკში ჩადებული და სესხები გამოტანილი. მათ შორის, მეც. თითქმის ყველაფერი გავყიდე. დედაჩემის სახლიც ბანკში ჩავდე. დღეს ერთი თვის გადასახდელი ფული მაქვს ხელში, მერე რა გავაკეთო, არც კი ვიცი...

 

ხალხი ამ ვალებს რეალურად ვერ გადაიხდის და სახლები ბანკებს დარჩება. აღარაფერს ვამბობ ონლაინ-სესხებზე. ეს მარაზმი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს!

 

როგორ შეიძლება, ონლაინ-სესხების სარეკლამო რგოლები ამ მასშტაბით გადიოდეს ტელევიზიებში?! ვღუპავთ ისედაც გაუბედურებულ ხალხს?! დღეს მაღალ მატერიებზე კი არა, ლუკმა-პურზე და გადარჩენაზეა საუბარი!

 

ქვეყანა რაღაცნაირად უნდა დაეხმაროს ამ ადამიანებს!" - აღნიშნა გიორგი გურგულიამ.  

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი