logo_geo
გია მურღულია: მარიხუანას ლეგალიზაცია სწორად არ მიმაჩნია
- +

20 ნოემბერი. 2016. 13:08



პედაგოგი და მწერალი გია მურღულია გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, მარიხუანას ლეგალიზაცია არ იქნება სწორი, რადგან ეს ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.



„სანამ კანონმდებელი გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ძალიან ბევრი ნიუანსი და რისკების შეფასება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მე პირადად ლეგალიზაცია მაინც და მაინც სწორად არ მიმაჩნია, დეკრიმინალიზაციის ფორმებზე კიდევ შეიძლება ვიფიქროთ. ლეგალიზაცია გაადვილებას და ხელმისაწვდომობას ნიშნავს, ამიტომაც ახალგაზრდა თაობისთვის ნარკოტიკთან ხელმისაწვდომობის ასეთი გაადვილება, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - აცხადებს გია მურღულია.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი