logo_geo
ულამაზესი აფხაზეთი და ლეგენდა რიწაზე, რომელიც ძალიან ცოტამ იცის!
- +

31 იანვარი. 2019. 20:06

 

,,ლეგენდის თანახმად აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა ულამაზესი ქალი - რიწა, რომელსაც ჰყავდა 3 ძმა: აგეფსთა, აცეტუკა და ფშეგიშხა. ამ ადგილას ტბის ნაცვლად იყო ხეობა, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. საღამოობით კი ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელ დროს ბედნიერად ატარებდნენ. ერთ დღესაც ნადირობისას ძმები შორს გავიდნენ, რის გამოც დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გეგამ და იუპშარამ გაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარას ხმალი ესროლა, მაგრამ ხმალი აცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თვითონ რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაც ტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა, რომელსაც გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს."

 

წყარო: Ochokochi • ოჩოკოჩი, Google.

უცხოელი ფოტოგრაფების ფოტოები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი