logo_geo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი მასხარა და მაწანწალა გახლავთ - ალტერნატიული მთავრობების შექმნა კი შიზოფრენიაა...
- +

14 თებერვალი. 2019. 16:24

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, „საერთო გაზეთისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმას - შექმნას ალტერნატიული მთავრობა, სრულ შიზოფრენიას უწოდებს.

 

 „სააკაშვილი რას აპირებს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის, რადგან იგი მასხარა, მაწანწალა გახლავთ. მისი ქმედებები ნაკლებად ყურადსაღებია, უფრო საინტერესო ისაა, თუ ვინ დგას მის უკან, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს. ემიგრანტები საზღვარგარეთ გაჭირვებამ წაიყვანა და არ მგონია, იმის ფუფუნება ჰქონდეთ, ლიეჟში ისეირნონ და სასტუმროები დაჯავშნონ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს მთლიანად დაფინანსებული ღონისძიებაა. აი, ეს არის საინტერესო და არა სააკაშვილის შიზოფრენია.

 

ალტერნატიული მთავრობების შექმნა და ა.შ. ეს ხომ შიზოფრენიაა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. თუმცა, ფაქტია, მის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს, საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ამ ძალის სახე გახლავთ სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია, რომელიც ჩრდილშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი მართავს ამ პროცესებს და თუ ვისი დავალებით, ჩემი აზრით, ამის გარკვევა ძალიან მარტივია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი