logo_geo
მამა თეოდორე (გიგნაძე): ნებისმიერი ცოდვა გადამდებია - ჰომოსექსუალიზმიც, მრუშობაც და ნარკომანიაც
- +

20 ნოემბერი. 2016. 16:05



ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში ამბობს, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩაწერილი. მისივე თქმით, ნებისმიერი ცოდვა გადამდებია, მათ შორის ჰომოსექსუალიზმიც, ლოთობაც და ნარკომანიაც.


„სამწუხაროა, რომ ოჯახში მამაკაცისა და ქალის ერთობა სალაპარაკო გახდა, მაგრამ ეს უნდა იყოს კონსტიტუციაში ჩაწერილი.

 

გარდატეხის ასაკში, ან თუნდაც ცოტა ადრე, ერთი არაჯანსაღი, თუნდაც ძალადობრივი სექსუალური გამოცდილება, მთელი ცხოვრება მიყვება ადამიანს. ეს ვიცი, რადგან ამასთან შეხება მქონია... ჰომოსექსუალიზმიც გადამდებია, მრუშობაც, სიძვა-მრუშობაც, ზოოფილიაც, ლოთობაც, ნარკომანიაც,  ქურდული მენტალიტეტიც და ზოგადად, ნებისმიერი ცოდვა. სულიერი დაავადება შემდეგ ხორციელზეც გადადის... ფსევდოლიბერალებისათვის კი ცოდვა არ არსებობს, თუმცა უღმერთობა თავადაა ცოდვა. ცოდვაა ასევე ისიც, რაც ქართულ არასწორად გაგებულ სუბკულტურებსა და რელიგიურობაში ტრიალებს...", - აცხადებს მამა თეოდორე (გიგნაძე).


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი