logo_geo
მამა თეოდორე (გიგნაძე): ტრამპის მხარდაჭერა რელიგიური ამერიკელების ამბოხი და არჩევანია
- +

20 ნოემბერი. 2016. 17:25


 

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა მამა თეოდორემ (გიგნაძე) გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვების მიზეზი ჰილარი კლინტონის მხრიდან ანტიქრისტიანული ფასეულობების ტირაჟირება იყო. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვება რელიგიური ამერიკელების ამბოხი იყო.


„ამერიკაში ტრამპმა გაიმარჯვა. მიზეზი იცით, რა იყო? - კლინტონის მხრიდან ანტიქრისტიანული ფასეულობების ტირაჟირება ხალხის ცნობიერებაში. შედეგად, ტრამპის მხარდაჭერა, რელიგიური ამერიკელების ამბოხი და არჩევანია. რიგითი ამერიკელი, ზნეობისა და რელიგიისადმი კეთილგანწყობილია, ამიტომ ანტიქრისტიანული ქმედებები ყელში ამოუვიდათ. ზოგადად, კაცობრიობის ისტორიამ აჩვენა, რომ სწორედ ის ქვეყნები არიან ძლიერები, სადაც რელიგიისა და სახელმწიფოს ერთობა შედგა", - განაცხადა მამა თეოდორე (გიგნაძე).


ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ ვერც ერთი ხელისუფლება რწმენის გარეშე ვერ ააშენებს ქვეყანას.


„ვერც ერთი ხელისუფალი, რწმენის გარეშე ქვეყანას ვერ ააშენებს. ოღონდ რელიგია უნდა იყოს ეროვნულ კულტურასა და ცნობიერებასთან შერწყმული. ოჯახი, ეკლესია და სახელმწიფო ერთად უნდა მოქმედებდეს ახალგაზრდა თაობის ქრისტიანული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რათა მან იცოდეს, რომ მშობლის მოკვლა მას თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოუტანს, პირიქით, ჭაობში ჩაიძირება. თუნდაც, როცა ფსევდოლიბერალური პარტიები ცდილობენ ლიბერალიზმითა და ლგბტ დროშების ფრიალით ხალხის ხმების მოპოვებას, ამას ხომ ჩვენი რელიგიური საზოგადოება არ მიიღებს, ხოლო თუ ამ ყველაფერს ქართველები შეეგუვნენ, აღარ იქნება საქართველო", - აღნიშნა მან. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი