logo_geo
როგორ აისახება ტრამპის გამარჯვება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე - დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება
- +

21 ნოემბერი. 2016. 13:42

 

 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ტრამპის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი რუსულმა ფაქტორმა ითამაშა. 


 „თავის მხრივ, ტრამპი არ მალავდა აღტაცებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი და ისიც კი განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის ფედერაციის ორგანულ ნაწილად აღიარებდა. ვფიქრობ, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში ახლა ნამდვილად მოხდება მნიშვნელოვანი „გადატვირთვა", რაც ობამას ადმინისტრაციის პირობებში ვერ განხორციელდა.

 

ტრამპის გამარჯვება ხელს შეუწყობს ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობას, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება! ჩვენს ქვეყანას მეტი შანსი და საშუალება ექნება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი წარმართოს!" - განაცხადა პოლიტიკოსმა.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე ყირიმის შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება და თვლის, რომ ეს საკითხი აფხაზეთისა და სამაჩაბლოსგან არსებითად განსხვავდება. მისი აზრით, რუსეთს ამ ნაწილების საკუთარ სივრცეში ინტეგრირება რომ ნდომოდა, ამას ე.წ. საყოველთაო რეფერენდუმის საშუალებით გააკეთებდა, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში გააკეთა.


„ფაქტია, რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინათ, სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, გენერალურ ელექტრონულ რუკაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილებად იყო დატანილი", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი