logo_geo
გიდი სილამაზის სამყაროში - 10 კითხვა სალომე კასრაძეს
- +

8 მაისი. 2019. 21:59

 

 

„ბომონდის“ რუბრიკის „ბლიც ინტერვიუს“ სტუმარი, ბევრი გოგონას გიდი სილამაზის სამყაროში, დიახ, არც მეტი არც ნაკლები - სალომე კასრაძეა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

 

სალომეს დღესდღეობით საკუთარი youtube-არხი აქვს, სადაც კვირაში ერთხელ ახალ ვიდეოებს ტვირთავს სილამაზის, ცხოვრების სტილისა და თავის მოვლის თემებზე. მისი კიდევ ერთი პლატფორმა კი Instagram-გვერდია - SAKOSI

 

ახალგაზრდა ბიუთი ბლოგერი „ბომონდის“ მკითხველებისათვის, ყველაზე საინტერესო 10 კითხვას პასუხობს „ბლიც ინტერვიუ“-ში.

 

PHOTO – OLGA SOKHASHVILI NAIKO

 

 

ჩემი ინსპირაცია...

 

- სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამ მაძლევს შთაგონებას. ამჟამად კი ვან გოგის შემოქმედება, ფიროსმანის ფერები, „La Nouvelle Vague” და მაილს დევისის ჩაცმულობაა ინსპირაციის წყარო.

 

საყვარელი მსახიობი...

 

- ფრანგი მსახიობი, მწერალი და მომღერალი - ანნა კარინაა.

 

მიყვარს...

 

- თბილისი, ვერ წარმომიდგენია სხვა ქალაქში ცხოვრება. ერთი ან ორი წლით სიამოვნებით ვიცხოვრებდი პარიზში ან ნიუ-იორკში, მაგრამ თბილისის გარეშე არ შემიძლია, ძალიან მიყვარს!

 

PHOTO – OLGA SOKHASHVILI NAIKO

 

 

ვარ საკმაოდ...

 

- დაბნეული, როცა გულს მტკენენ. ვერასდროს ვპოულობ სიტყვებს. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შემიძლია გავაანალიზო რა მოხდა და რა ჯობდა მეთქვა.

 

მინდა მქონდეს...

 

- ისეთი სუპერძალა, რომ მივუჩინო თავისი ადგილი ბოროტ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხალხს ხიბლავენ გამჭრიახი გონებით. არ მჯერა ასეთი ნიჭის. ბოროტება არის ბოროტება და უნდა დასრულდეს.

 

სილამაზე ჩემთვის არის...

 

- ზომიერება, ბუნებრივობა და კიდევ სიკეთე. რაც არ უნდა უნაკლო ნაკვთები და აღნაგობა ჰქონდეს, თუკი არ არის კარგი ადამიანი, არანაირად არ მელამაზება.

 

 

ნივთი, რომლის გარეშეც არ შემიძლია...

 

- ასეთი ნივთი არ არსებობს. ყველაფრის უქონლობას შევეგუები და არ მომეღება ბოლო, თუმცა არ შემიძლია მუსიკის გარეშე.

 

ვერ ვიტან...

 

- როცა 200 მეტრის გასავლელად მანქანაში სხდებიან.

 

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია...

 

- ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ ჩემი შვილები გაქცევაზე და სხვაგან გადასახლებაზე არ ფიქრობდნენ.

 

რომ არა „ბიუთიბლოგერი“...

 

- ვიქნებოდი მუსიკალური კლიპების რეჟისორი ან პიანისტი.

 

 

ლიდია ამარიანი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი