logo_geo
SOS!!! გააკონტროლეთ ძიძები!!!
- +

21 ნოემბერი. 2016. 16:52


 


გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სკანდალური ფარული კადრები და მოძალადე ძიძები". აღნიშნულ სტატიაში იმ ძიძაზეა საუბარი, რომელიც, გასულ კვირას ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მცირეწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დააკავეს. მას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ათასლარიანი გირაო შეეფარდა.


აღნიშნულ თემას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები იმ რისკებზე საუბრობენ, რაც ძიძის აყვანას შეიძლება ახლდეს.


„ჩემი ქმრის მეჯვარის დედამ ნახა, ძიძამ ერთი კოვზი სასმელი რომ დაალევინა ბავშვს. ფაქტზე წაასწრო და მე-5 სართულიდან სულ თმით ითრია... მაგრამ შედეგი? ბავშვს უკვე მიღებული ჰქონდა ის სასმელი"...

 

„მე ვიცი ერთი ამბავი, როგორ მათხოვრობდა ძიძა ბავშვთან ერთად და ოჯახის ნაცნობებმა იცნეს ბავშვი ქუჩაში"...

 

„ჩემი ერთი მეგობარი სამარშრუტო ტაქსში 2 ძიძის საუბარს შეესწრო. ერთი ეუბნებოდა მეორეს, დამღალა იმ ბავშვმა, მთელი დღე ხელში მყავს, ვერაფრით ვაჩერებო. მეორემ უპასუხა: რას იკლავ თავს, მე ყიფლიბანდზე ყინულს ვადებ და მთელი დღე მიგდებულია, ხმას არ იღებსო"...

 

„ლაშიკო წლინახევრის ხდება. ორი თვეა, სასტიკად განერვიულებული და აღგზნებულია. ღამით შფოთავდა, სამჯერ იღვიძებდა. ბოლოს, ძიძის დანახვაზე ჭინჭყლობდა... მე და ჩემი მეუღლე ამან დაგვაეჭვა და გადავწყვიტეთ, კამერით გვედევნებინა მისთვის თვალი. იმ საღამოს, როცა კადრებს ვუყურებდით, ისტერიკა დამემართა... ძიძა, ვისშიც ადრე ეჭვსაც კი ვერ შევიტანდი, ჩემს შვილს იმის გამო სცემდა, რომ ჩაისვარა, გაიზარდა და დამძიმდა. ტირილი რომ დაიწყო, ბოლო ხმაზე უღრიალა - „ზატკნის!" მერე კი სიცხიანს მანეჟში ჩაუძახა და ბავშვის ტირილზე რეაქციაც კი არ ჰქონია... ლამის მეცხრე სართულიდან ვიფრინე. ჩემს ქმარს ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან, ახრჩობდა... მუხლის ჩოქებზე დამიდგა, - არ მიჩივლოთო... ბავშვი ნევროპათოლოგთან დაგვყავდა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი