logo_geo
ზაზა სიამაშვილი: უნდა შევეგუოთ, რომ ვარძიის ფრესკებს პირვანდელი სახე აღარ დაუბრუნდება!...
- +

21 ნოემბერი. 2016. 16:54


 


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ „ჯიპას" პროფესორი ზაზა სიამაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ვარძიის ფრესკების რესტავრაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვარძიის ფრესკებს პირვანდელი სახე აღარ დაუბრუნდება და ამას უნდა შევეგუოთ.

 

„ზოგადად, ეკლესიის წვლილს არავინ უარყოფს, მაგრამ, მოდით, თვალი რეალობას გავუსწოროთ - ტაძრებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა და მათზე სწორედ მთავრობამ უნდა იზრუნოს. არ ვიცი, გარიგებას აქვს ადგილი თუ კონკორდატის დაცვას, მაგრამ ფაქტია: ეკლესია-მონასტრების მოვლაზე სახელმწიფომ რატომღაც უკან დაიხია და ფლაგმანის როლი საპატრიარქომ აიღო. ვარძიის ამბავი ხმამაღლა გაჟღერდა, თორემ სხვა ფაქტებიც უამრავი გვაქვს. მორწმუნე ვარ და საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ხშირად ვმოგზაურობ. ვხედავ, რა დღეშია ჩვენი ტაძრები.

 

სამწუხაროდ, ვარძიის ფრესკების დაზიანება ეკლესიისთვის ჭკუის სასწავლებელი ნამდვილად არ იქნება, თორემ როგორც იტყვიან - „აღდგომა და ხვალეო!" უფრო მეტიც: მეშინია, საპატრიარქოს გარკვეული ძალები არ გააქტიურდნენ და სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო არ დააკნინონ. თამარის ფრესკასთან დაკავშირებით ითქვა, რომ სანთლიდან ცეცხლი ჯერ ხის მაგიდას და შემდეგ ისეთ ხალიჩას მოედო, რომელზეც უკანა მხარე რეზინისა ჰქონდა. შევხვდი რამდენიმე რესტავრატორს და მათი აზრი მოვისმინე. მოკლედ, უნდა შევეგუოთ, რომ ვარძიის ფრესკებს პირვანდელი სახე აღარ დაუბრუნდება!" - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი