logo_geo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ტრამპი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ქორწინებას აღიარებს
- +

21 ნოემბერი. 2016. 19:28



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით, სამუდამოდ შეწყდება ნეოლიბერალების გაავებული ექსპანსია საქართველოს წინააღმდეგ.


„ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხშირად აკეთებდა აქცენტს სწორედ იმაზე, რომ ტრადიციული ღირებულებების დამცველია. ყველას, ვინც საქართველოში ტრადიციული ღირებულებების დასაცავად ვიბრძვით, აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევა იმედს გვისახავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ნეოლიბერალების გაავებული ექსპანსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი