logo_geo
დეკანოზი დავითი ქვლივიძე: კაზინოში არავინ იმარჯვებს, ეშმაკის გარდა!
- +

15 ნოემბერი. 2016. 15:11


ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ქვლივიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კაზინოში შესვლა არ შეიძლება, რადგან „კაზინო ეშმაკის სამეფოა". მისი თქმით, ასეთივე გამანადგურებელი გავლენა აქვს სათამაშო აპარატებსაც.


 

„კაზინოში შესვლა არ შეიძლება, რადგან იქ არის ვნებების, დემონების აღლუმი. რულეტის ციფრთა ჯამი არის ანტიქრისტეს რიცხვი - 666! კაზინოში არავინ იმარჯვებს ეშმაკის გარდა! კაზინოს პატრონიც კი დამარცხებულია! კაზინო ეშმაკის სამეფოა, იქ უფროსი მხოლოდ ეშმაკია! თუ ადამიანი კაზინოში სიარულს შეეჩვია, ის დაკარგავს ყველა ნეტარებას, ბოლოს ქონებასაც დაემშვიდობება და ეშმაკის კლანჭებში აღმოჩნდება. მოთამაშე, შესაძლოა, თვითმკვლელად იქცეს. ამიტომ ჯობს, ადამიანი იყოს ლოთი და ნარკომანი, ვიდრე კაზინოში დადიოდეს! ყველა ნორმალურ ქვეყანაში კაზინო აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, იქ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს.

 

კაზინოს მსგავსი გამანადგურებელი გავლენა აქვს სათამაშო ავტომატებსაც, რომლებთანაც ფულის მოგების მიზნით თამაში ადამიანებს აკოტრებს და მრავალ საყოფაცხოვრებო ტრაგედიას იწვევს", - ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი