logo_geo
ეროვნულ ბიბლიოთეკაში თემურ ცხოვრებაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო
- +

21 თებერვალი. 2017. 23:33



ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვარ თემურ ცხოვრებაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო. 21 თებერვალს, მხატვარი 70 წლის გახდებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ნამუშევარი. ნახატების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თემურ ცხოვრებაშვილმა უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპერტებს მიყიდა, ამიტომაც მისმა მეუღლემ, ნინო ტომარაძემ მხოლოდ მცირედი ნაწილის გამოფენა შეძლო.


როგორც ნინო ტომარაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, ხელოვანი მუდმივად ცოცხალია, ამიტომაც მნიშვნელობა არ აქვს მისი ნახატები საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ.


„დღეს თეიმურაზ ცხოვრებაშვილის 70 წლის იუბილეა, ის ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა დიდი შემოქმედება. სამწუხაროდ არ არის თბილისში და საქართველოში მისი ნახატები, ძალიან მცირედი დარჩა, რადგან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ ექსპერტები, აგენტები და ყველა მის ნახატს ყიდულობდნენ.

 

ხელოვანი მუდმივად ცოცხალია, მისი სურათები თბილისში იქნება, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ყველგან იარსებებს, ყველგან იქნება. მისი კატალოგი პატარა სახსოვარია.  მისი ნახატები არ მქონდა, ამიტომ პირველი არხის არქივმა მომაწოდა 25 წლის წინ გადაღებული ფოტო-სლაიდები, რომლის აღდგენაც მოხდა და ამ კატალოგში შეტანა", - ამბობს ნინო ტომარაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი