logo_geo
მამა ბასილი: ყოვლად მიუღებელია ე. წ. მეუფე პეტრეს სატელევიზიო გამოსვლები!
- +

1 მარტი. 2017. 23:24


 

„რაც ხდება მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაგეგმილი სპექტაკლი. ამჯერად მათ მოახერხეს და არეულობა შეიტანეს, როგორც საპატრიარქოში, ასევე პროკურატურაში. როგორც ჩანს, ირაკლი მამალაძეს „რუსთავი 2"-მა გადაუხადა, რათა დაესმინა პროკურატურაში თავისი მოგვარე. პარალელურად, „რუსთავი2"-ს აწვდიდა ინფორმაციას", - ამის შესახებ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბასილმა (მკალავიშვილი) „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მამა ბასილი ასევე დასძენს, რომ საქართველოს საპატრიარქოში განუკითხაობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.


„უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქოში განუკითხაობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. პატრიარქი ვერ მორჩილებს, როგორც ეპისკოპოსებს, ასევე მღვდლებს. ფაქტი სახეზეა, შეიძლება სასულიერო პირი ეწოდოს მღვდელს, რომელიც ღია ეთერში თამამად აცხადებს, რომ მარიხუანა სახლში აქვს დათესილი და ეწევა კიდეც? ყოვლად მიუღებელია ე. წ. მეუფე პეტრეს სატელევიზიო გამოსვლები. ღვთის მსახური, რა იერარქიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უნდა განიცდიდეს ეკლესიის წიაღში არსებულ სავალალო მდგომარეობას, ცრემლებად უნდა იღვრებოდეს და გამოსავალს ეძიებდეს. ნაცვლად ამისა, ეპისკოპოსი გამოდის საზოგადოების წინაშე და სიცილ-ხარხარით ჰყვება ამ საშინელებას. ეს ხომ ერის დაცინვაა, შეურაცხყოფაა სარწმუნოებისა, რომელსაც, როგორც ვხედავთ, ფორმალურად ემსახურება. ასე წარმოაჩენენ უღირსი სასულიერო პირნი ეკლესიის სახეს, საუბედუროდ, მსგავსნი მრავლად არიან საპატრიარქოს წიაღში.

 

რაც შეეხება პატრიარქის მოწამ ვლის მცდელობას, ეს შესაძლებელი იყო, რამეთუ უწყით, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიხედვით, მოყოლებული 1917 წლიდან, ყველა პატრიარქი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი და რატომღაც ამას შემდგომ პატრიარქს აბრალებენ. ხშირად ვიხსენებ დავით დევდარიანის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას (ამის შესახებ თქვენს გაზეთშიც იწერებოდა). მის მიერ დაწერილი ანდერძი ხელიდან ხელში გადადიოდა თურმე.

 

თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილების შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთი მოხუცებული ქალბატონი, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში მსახურობდა და პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო. მან მომითხრო, რომ პატრიარქის დაწერილ ანდერძს არავინ უყურებდა, რამეთუ სეიფის გასაღები 3-4 პიროვნებას ჰქონდა, კერძოდ, რელიგიური საბჭოს წარმომადგენელს გაიოზ კერატიშვილს, ილია II-ის წარმომადგენელს. ყველამ უწყოდა, რომ პატრიარქად ილარიონ სამხარაძე მოიაზრებოდა, მაგრამ სეიფის გახსნის შემდეგ პატრიარქად ილია II ვიხილეთ; კერატიშვილი ციხეში, ხოლო სამხარაძე - საგიჟეთში. დღეს წვლილებების ჟამი დადგა. საინტერესოა, ვის ვიხილავთ პატრიარქის სავარძელში, ვის ფსიქიატრიულში და ვის - ციხეში... ასე რომ, წარსული მეორდება, ჩემო კარგო", - განაცხადა მამა ბასილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი