logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა დაინგრეს და ახლიდან გაკეთდეს!
- +

2 მარტი. 2017. 00:50


 

„პირველი არხი", რომელიც ჩვენი ფულითაა დაფინანსებული, თავიდან ბოლომდე ანტიქართულია", - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ჯაველიძე აღნიშნავს, „შაზოგადოებრივ მაუწყებელი" ახლიდან უნდა აშენდეს.


„არცერთი გადაცემა ქართული სულის არ არის. მეტიც, იუნესკომ გასული წელი რუსთაველის წელიწადად გამოაცხადა. ამ არხზე რუსთაველის შესახებ ერთი გადაცემა არ გაუკეთებიათ, მისი უკვდავი „ვეფხისტყაოსანიდან" ერთი სტროფი არ წაუკითხავთ და ახლა, გამოდიან და ერთ ამბავში არიან. ვასიკო მაღლაფერიძემ თქვა: გადაცემების გარკვეული ნაწილი უნდა დაიხუროსო. მარტო ეს გადაცემები კი არა, საერთოდ უნდა დაინგრეს ეს ტელევიზია და ახლიდან გაკეთდეს. ასეთი უსაქმურები, უწიგნურები არსად მინახავს. თავის დროზე 5-6 გაზეთის რედაქტორი ვიყავი და არ მახსოვს ან ტელევიზიებს ან პრესას ასეთი უწიგნურები ჰყოლოდეს, როგორც დღესაა. თითებზე ჩამოითვლება ჟურნალისტები, რომელთაც წიგნიც წაკითხული აქვთ და წერაც იციან. ეს უვიცები ყელმოღერებული დადიან და გაიძახიან: მეოთხე ხელისუფლება ვართო", - განაცხადა ჯაველიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი