logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: სხვა გამოსავალი არ არის - ქართველ ერს კვლავ ბიძინა ივანიშვილი უნდა წარუძღვეს წინ!
- +

2 მარტი. 2017. 03:41


 

„მაშინ როცა აქ ეს ლიბერასტრები ქვეყნის, სულიერების, ერის დასამარებას ცდილობენ, დიდი, ღრმა გამოქვაბულის ბოლოს სინათლე გამოჩნდა - მოვიდა ტრამპი, რომელიც თავისი აზროვნებით, ასე მგონია, მე მგავს. იგი ჭეშმარიტი ქართველივით აზროვნებს. ამბობს: მე, უნდა ვიყო ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი მიზანია ამერიკის ეკონომიკის, ინდუსტრიის გაძლიერება; არ მესაქმება სხვა ქვეყნებში ცხვირის ჩაყოფა, ფერადი რევოლუციები ჩემი საქმე არ არისო. ჩვენც ეს გვინდა. საქართველოში ამერიკის ელჩი რატომ უნდა მარიგებდეს ჭკუას", - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ჯაველიძე ასევე დასძენს, რომ ზვიად გამსახურდია ერთად-ერთი ხელისუფალი იყო, რომელსაც საქართველოს გარდა არაფერი აინტერესებდა.


„ზვიადი ერთადერთი ხელისუფალი იყო, რომელსაც საქართველოს გარდა არაფერი აინტერესებდა. პრეზიდენტად რომ მოვიდა ერთი კოსტუმი ეცვა და იმით დავმარხეთ. სამშობლოს გარდა სხვა ინტერესი არ ჰქონდა. ახლა, სამშობლოზე არავინ ფიქრობს, ესაა მთელი უბედურება. მე, ისევ ბატონი ბიძინას იმედი მაქვს. სხვა გამოსავალი არ არის - ქართველ ერს კვლავ ბიძინა ივანიშვილი უნდა წარუძღვეს წინ", - აღნიშნა ჯაველიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი