logo_geo
მამუკა ჩარკვიანი: ლამაზი ცოლი როცა გყავს, ყურადღების მიქცევა ორმაგად საჭიროა - მე ვერ მივაქციე...
- +

22 ნოემბერი. 2016. 18:31



ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანი, გაზეთ „პრაიმტაიმთან" ოჯახის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პირველად 19 წლის დაოჯახდა, მეუღლესთან ერთად კი 5 წელი იცხოვრა.


„მე ეზო და ბიჭები მინდოდა. ლამაზი ცოლი როცა გყავს, ყურადღების მიქცევა ორმაგად საჭიროა. ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ვიჩხუბეთ. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ჩაერია ქვეყანა და სანამ შევრიგდებოდით, აღარ გამოვიდა არაფერი. სიდედრმა წაიყვანა. მეც აღარ ვეომე, გყავდეს, თუ ძალიან გინდა შენი შვილი, შენთან იყოს-მეთქი, ვუთხარი".

 

მამუკა ჩარკვიანი ინტერვიუში სიცოცხლის ყველაზე კარგი წლების შესახებ საუბრობს, რომელიც ოჯახის დანგრევის შემდეგ იყო მის ცხოვრებაში.


„თოთხმეტწლიანი ბოჰემური ცხოვრება... გიტარა, ჩქარი ტაში, გოგოები, ბიჭები ჩემს სახლში. ყველაფერი ბოლომდე იყო. სიცოცხლის ყველაზე კარგი წლები ასე გავატარე. მერე მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით. კარს კი არ ვკეტავდი, ღია იყო, ვისაც უნდოდა შემოდიოდა", - აღნიშნა მომღერალმა.

 

ამბობს, რომ ამ ყველაფერზე მამა - ჯანსუღ ჩარკვიანი ბრაზობდა, თუმცა ბავშვი სანამ ხელს არ დაიწვავს ცხელზე, მანამდე ვერ გაიგებს, რასაც ეუბნებიან და საკუთარ შეცდომებზეც რთულია სწავლა.


„ბრაზობდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიბრაზო ახლა მე, გამოვა ჯაკოსთან რამე? უნდა დაარიგო შვილი, თუ გამოგყვა, კარგია, თუ არა და, თავის თავზე გამოცდის ცუდს და მერე ისწავლის, ან მერეც ვერ ისწავლის. ბავშვი სანამ ხელს არ დაიწვავს ცხელზე, მანამდე ვერ იგებს, რომ ეუბნები, არ მოკიდო, ცხელიაო. საკუთარ შეცდომებზე სწავლაც რთულია", - დასძინა მამუკა ჩარკვიანმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი