logo_geo
გიორგი გიგაური: ხაზარაძე იმდენად ეშხშია შესული, უკვე ბანკებსა და კაზინოებს უღრენს...
- +

21 დეკემბერი. 2019. 19:27

 

„ხაზარაძე, რაც კი პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, როგორც იტყვიან, ნემსის ყურში ძვრება, რათა ხალხს თავი პატრიოტად წარმოუჩინოს“,- ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„ქართველ ხალხში „ყაჩაღ-ბანკირად“ ცნობილი ხაზარაძე, რაც კი პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, როგორც იტყვიან, ნემსის ყურში ძვრება, რათა ხალხს თავი პატრიოტად წარმოუჩინოს და გვარიანად შელანძღული მუნდირიდან უთვალავი შავი ლაქა ჩამოირეცხოს. მოკლედ, ხაზარაძის მიერი ქართული ეკლესიის „ქომაგობაზე“ რომ აღარ ვილაპარაკოთ, აგერ, გასულ კვირას მის მიერ დაარსებული ლიტერატურული პრემია „საბას“ გადაცემის ცერემონიაც სკანდალების გარეშე ჩატარა! დიახ, ამ ლიტპრემიის ჟიურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2019 წელს აღნიშნული პრემია არცერთი „უბორნიის პოეტისათვის“ და „ტუალეტის მჯღაბნელისათვის“ არ მიუნიჭებიათ!

 

ეს გასაგებიცაა: ხაზარაძე პარტიის დაფუძნებისთვის ემზადება, ქვეყნის გადარჩენით იმუქრება და როგორი სანახავი იქნებოდა, მისი საამაყო „საბა“ პატრიარქის მაგინებელი რომელიმე პაატა შამუგისათვის ან ლაშა ბუღაძისთვის რომ მიეძღვნათ! არადა, ორივეს ხაზარაძის „საბა“ სამ-სამჯერ აქვთ აღებული!

 

ის კი არა, ხაზარაძე იმდენად ეშხშია შესული, „კარგი ბიჭი“ ითამაშოს, უკვე ბანკებსა და კაზინოებს უღრენს, რა მხეცურად ძარცვავთ ჩემს საყვარელ ქართველ ხალხსო!“- წერს გიორგი გიგაური.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი